Accentnews.ge
გრიგოლ ვაშაძე – კანდიდატის სტატუსზე: "უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ"

გრიგოლ ვაშაძე – კანდიდატის სტატუსზე: "უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ"

10/06/2022 09:10:10 პოლიტიკა

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე ვარაუდობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ალბანური ვარიანტით მიიღებს.

„თუ ჩათვლიან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო არ იმსახურებს არანაირ პერსპექტივას, მაშინ უარს გვეტყვიან. ჩემს მოლოდინს გეტყვით – უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ, როცა პირდაპირ სიას გამოგვიწერენ თარიღებით და გვეტყვიან – ეს, ეს და ეს არის გასაკეთებელი, თუ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გნებავთ, როგორც ამას ამდენი წელი ამტკიცებდით. ვინც ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსს არაფერი მოაქვს, ის ადამიანი კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არაფერი ჰკითხოთ, რადგან ყველაფერს თავი რომ დაანებო, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო წვდომას იღებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებზე, რომელიც ევროკავშირშია“, – განაცხადა ვაშაძემ.

9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს:

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს".

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S