Accentnews.ge
"ივანიშვილთან ერთად სანქცირებული უნდა იყოს დავით ხიდაშელი,  უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი,  ოთარ ფარცხალაძე და ირფაკლი რუხაძე"

"ივანიშვილთან ერთად სანქცირებული უნდა იყოს დავით ხიდაშელი,  უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი,  ოთარ ფარცხალაძე და ირფაკლი რუხაძე"

10/06/2022 09:29:41 პოლიტიკა

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ 'ბიძინია ივანიშვილთან ერთად სანქცირებული უნდა იყოს დავით ხიდაშელი, უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ოთარ ფარცხალაძე და ირფაკლი რუხაძე".

მან ბრიფინგზე წაიკითხა, როგორც თავად ამბობს, "ე.წ ბიზნესოლიგრქიული ადამიანების სია, რომელთა სანქცირებაზეც პარტია პარტნიორებთან ერთად იმუშავებს".

" 1. დავით ხიდაშელი- ეს არის ღიად კრემლთან დაახლოებული, ევტუშენკოვის მარჯვენა ხელი, რომელიც მონაწილეობდა ბევრ პრორუსულ სპეცოპერაციაში, მათ შორის სირიაში, უკრაინაში და საქართველოში და რომელიც დღეს სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური შეღავათებით ქართული ოცნების მხრიდან. ის უნდა იყოს სანქცირებული ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

2. უჩა მამაცაშვილი- ეს არის პრაქტიკულად არაფორმალური მმართველი ეკონომიკის საქართველოში, ფლობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და არის პარტნიორი სანკტ-პეტერბურგის ყოფილი მერის, პოლტავჩენკოსი, რომელიც არის ასევე სანქცირებული. ძალიან ცხადი და ღია არის კავშირები კრემლთან.

3. ვანო ჩხარტიშვილი- გარდა იმისა, რომ მონაწილეობდა არა ერთ კორუფციულ და მაფიოზურ გარიგებაში, მაგალითად თამბაქოს სფეროში. მისი ღია და ოფიციალური პარტნიორი არის რუსული სახელმწიფო კომპანია „ როსნეფტი“, რომელიც ფლობს 49%-ს ფოთის ნავთობ ტერმინალში.

4. ოთარ ფარცხალაძე- ყველასთვის ცნობილი, პრაქტიკულად მაფიოზად ჩამოყალიბებული ბიზნესმენი, ბრჭყალებში, რომელიც გარდა იმისა, რომ მონაწილეობს კორუფციულ სქემებში, აკონტროლებს პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას. ისიც არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფოს მიტაცების ერთ-ერთი მონაწილე.

5. ირაკლი რუხაძე- გარდა იმისა, რომ აკონტროლებს საბანკო სექტორს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიას, კერძოდ იმედს, GDS-ს და მაესტროს, ის ღიად ეწინააღმდეგება, მათ შორის სანქციების რეალიზებას, მათ შორის საბანკო სექტორში და ისიც არის ერთ-ერთი ჰიბრიდული ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი", – აცხადებს ხოშტარია.

მისი თქმით, ისინი ამ ადამიანებზე შეაგროვებენ მაქსიმალურად ინფორმაციას და გადასცემენ პარტნიორებს "იმისთვის, რომ ერთად დავანგრიოთ ოლიგარქიული პირამიდა საქართველოში".

"აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ არის საუბარი არა ბიზნესმენებზე, რომლებიც სრულიად თავისუფალი უნდა იყვნენ ჩვენს ქვეყანაში, რა პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა იყვნენ და ჩვენ ამას მივაღწიოთ. ეს არის არა ბიზნესი, არამედ ოლიგარქია, რომელიც დღეს ანგრევს ჩვენს ქვეყანას", – განაცხადა ხოშტარიამ.

9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს:

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S