Accentnews.ge
ოხანაშვილი ხუნდაძის განცხადებას ემოციებს უკავშირებს

ოხანაშვილი ხუნდაძის განცხადებას ემოციებს უკავშირებს

10/06/2022 12:42:57 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ლიდერი ანრი ოხანაშვილი მისი თანაპარტიელის დიმიტრი ხუნდაძის კომენტარს, რომელმაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს "ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა" და რომ „უსამართლო პირობები“ არ უნდა შევასრულოთ, ემოციებს უკავშირებს.

ამასთან, მისი თქმით, ევროპული არჩევანის გადახედვა არ განიხილება.

"არავის აქვს უფლება, ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას - ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი თამაშის წესები და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ სამართლიანობას ეფუძნება ევროკავშირი, ევროკავშირის იდეა და ევროპული ღირებულებები. ამიტომ, თუკი გამოვხატავთ წუხილს, რომ არის საკითხები, რომლის სამართლიანობაზე კითხვები გვიჩნდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ევროკავშირზე უარს ამბობს. ჩვენი ერთადერთი სწორი გზა ევროპულ ოჯახში დამკვიდრებაა - ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ჩვენი ხალხის ტრადიციებით და ქვეყნის ისტორიით...

ევროპული ოჯახი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი აზრები უნდა გვქონდეს - ვინმეს გვეკრძალება პოზიციონირება, რომ ეს სწორი არ არის და ტყუილია, გთხოვთ პოზიციას გადახედოთ... - საკითხი, რომ ჩვენი გუნდი ევროპულ არჩევანს გადახედავს, არ განიხილება", - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S