Accentnews.ge
ვოლსკი ხუნდაძის კომენტარს უცნაურად ემიჯნება

ვოლსკი ხუნდაძის კომენტარს უცნაურად ემიჯნება

10/06/2022 13:30:00 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მისი თანაპარტიელის – დიმიტრი ხუნდაძის კომენტარს, რომელმაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს "ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა" და რომ „უსამართლო პირობები“ არ უნდა შევასრულოთ, უცნაურად ემიჯნება.

კერძოდ, ვოლსკი ერთის მხრივ, ამბობს, რომ ეს პარტიის ოფიციალური პოზიცია არაა, ხოლო მეორეს მხრივ – "საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ისე ფიქრობს". თუმცა დასტურად რაიმე სახის კვლევა არ წარმოუდგენია.

"საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ისე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება და საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უსამართლოა, აბსოლუტურად შეუსაბამო მასში მოყვანილი ფაქტობრივი მონაცემები. დიმიტრი ხუნდაძემ გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა რასაკვირველია, ეს პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია არ არის. ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა მიიღებს. ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული, საქართველოს ექნება მხარდაჭერა და ის წევრობის კანდიდატი გახდება", - აცხადებს ვოლსკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S