Accentnews.ge
პრეზიდენტი: "არ შემიძლია, მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა"

პრეზიდენტი: "არ შემიძლია, მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა"

10/06/2022 13:43:51 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საქართველოს მმართველი პარტიის წევრების შეფასებებს ეხმიანება.

"მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ჩემი ოფიციალური ვიზიტიდან, იტალიიდან იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკაშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანიდადურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, არ მაძლევს საშუალებას, ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა.

დღეს ჩავსლა მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ. მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე.

ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა", - ამბობს პრეზიდენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S