ზურაბიშვილი უკრაინაში არ გაუშვეს
10/06/2022 13:47:19 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინაში ვიზიტის გამართვაზე უარი უთხრეს,– ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა განაცხადა.
"მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ჩემი ოფიციალური ვიზიტიდან, იტალიიდან იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკაშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანიდადურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, არ მაძლევს საშუალებას, ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა.
დღეს ჩავსლა მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ. მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე.
ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა", - ამბობს პრეზიდენტი.


