ზურაბიშვილი: „არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ!"
10/06/2022 15:16:49 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არავის შეიწყალებს. სავარაუდოდ, პრეზიდენტი უნდა გულისხმობდეს „მთავარი არხის“ გენდირექტორ ნიკა გვარამიას და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.
„არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ!
მორჩით სპეკულაციებს!“,– წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "არავის არ უნდა გადავაყოლოთ ევროპული მომავალი – არც სააკაშვილს, არც ივანიშვილს".


