Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო: "სასიამოვნოა ოპოზიციის მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ძალისხმევის ხილვა"

აშშ-ის საელჩო: "სასიამოვნოა ოპოზიციის მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ძალისხმევის ხილვა"

10/06/2022 18:53:32 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც აშშ-ს საელჩო წერს, ნებისმიერ წარმატებულ დემოკრატიაში ოპოზიცია სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეების ინტერესების წარდგენისა და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით.

"საქართველოს ოპოზიციური პარტიების შთამბეჭდავი მრავალფეროვნება აქვს და სასიამოვნოა მათი მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ძალისხმევის ხილვა. დღეს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მაკდონალდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის ერთგულება პლურალისტური, ინკლუზიური მმართველობის მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: მაკდონალდი: "ვაშინგტონიდან ჩამოვიტანე ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S