Accentnews.ge
კობახიძე: "ივანიშვილი რომ არა, ზურაბიშვილი ერთი რიგითი დეპუტატი იქნებოდა"

კობახიძე: "ივანიშვილი რომ არა, ზურაბიშვილი ერთი რიგითი დეპუტატი იქნებოდა"

13/06/2022 05:22:37 პოლიტიკა

"ნამდვილად არ ვიცი რა უნდა პრეზიდენტს", - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, "ივანიშვილი რომ არა, ზურაბიშვილი ერთი რიგითი დეპუტატი იქნებოდა".

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.

„დაახლოებით 45 დღე გრძელდებოდა ეს პროცესი და ამ 45 დღის განმავლობაში რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, თუმცა მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალური თვალსაზრისითაც მძიმე მოსასმენი იყო განცხადება, რომელიც მან [პრეზიდენტმა] გააკეთა. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, "იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი არის სიმბოლური ფიგურა და სწორედ სიმბოლური იყო, რომ ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენელი, ქალი და ევროპიდან ჩამოსული ადამიანი იყო".

„ეს იყო ის სიმბოლიზმი, რომლის საფუძველზე შეჩერდა არჩევანი მის კანდიატურაზე. ბიძინა ივანიშვილის ინიცატივა რომ არ ყოფილიყო, სალომე ზურაბშვილი პარლამენტის ერთი რიგითი წევრი იქნებოდა“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტი არასწორ ანალიზს აკეთებს და ამაზე მეტად მასთან პოლემიკაში შესვლა არ უნდა.

10 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, მათ შორის უკრაინაში ვიზიტის გამართვაზე უარი უთხრეს:

"მე ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ჩემი ოფიციალური ვიზიტიდან, იტალიიდან იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკაშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანიდადურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, არ მაძლევს საშუალებას, ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა. დღეს ჩავსლა მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ. მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე. ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა".

11 ივნისს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის პრალდებებს გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

"

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, მინდა, შემდეგი რამ განვუმარტო მოსახლეობას – ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა ოფიციალური მომართვა, რაც ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტისგან, მე ყველაფერზე ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა, მომართვა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეის მდგომარეობით, არავითარი სხვა მომართვა სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა. მე, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობ წესებისა და კანონების მიხედვით. მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რას მეუბნებით, რომ მე ვიტყუები? მე ვატყუებ ხალხს? არ ვიცი ის რას ამბობს, მე გეუბნებით მტკიცებულებით. არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არც ერთი მოთხოვნა, რაც შემოვიდა ყველა დავუკმაყოფილეთ.

სამწუხაროა ის, რომ საერთოდ პირდაპირ იმეორებს ქალბატონი სალომე ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ იგი გარკვევა უკეთ მთავრობის მუშაობაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S