„სტრატეგია აღმაშენებელმა“ რეგიონებში ტურნე სახელწოდებით „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო
13/06/2022 07:57:50 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ 100-საათიანი ტურნე სახელწოდებით „ერთად ევროპისკენ დაიწყო“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონში მოსახლეობას შეხვდებიან.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა კოლეგებმა ნახონ თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს ევროპას საქართველოში.
„ვიწყებთ 100 საათიან ტურნეს ერთად ევროპისკენ. ყველამ უნდა იცოდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს პროცესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, რომ ქართველ ხალხს ავუსხნათ სტატუსის მნიშვნელობა, ასევე იმისთვის, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ნახონ რამხელა მხარდაჭერა აქვს ევროპას საქართველოში. ჩვენ რაც შეიძლება მალე საქართველოში უნდა მოვიყვანოთ ევროპა, რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის, საქართველომ უნდა დაიბრუნოს საკუთარი ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. დღეს ყველანი ერთად ვიწყებთ 100 საათიან ტურნეს საქართველოს გარშემო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


