Accentnews.ge
"ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ევროპიდან ვაჭრობის შედეგად 90 მლრდ შევიდა, ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ინტერესები? თუ ქართველი ხალხი ისევ უნდა დაიჩაგროს და ომში ჩაებას?"

"ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ევროპიდან ვაჭრობის შედეგად 90 მლრდ შევიდა, ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ინტერესები? თუ ქართველი ხალხი ისევ უნდა დაიჩაგროს და ომში ჩაებას?"

13/06/2022 10:32:04 პოლიტიკა

"მთავრობას რომ არ გამოეჩინა წინდახედულობა და გაუაზრებელი ემოციური გადაწყვეტილება მიეღო, მოესმინა მტრებისთვის, რომლებიც ითხოვდნენ ქვეყნის ჩართვას ომში, ვინმეს აქვს ილუზია, რომ დღეს ქვეყანაში რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, აღარაფერი იქნებოდა?", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მლრდ დოლარი ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან".

"მოგეხსენებათ, ეროვნული ვალუტა არის გამყარებული და ეს ტენდეცია გრძელდება. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ახლა ჩვენ დავუწესებდით რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს. რაც ნიშნავდა, რომ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, ვინმეს საერთოდ ახსენდება ეს ადამიანები, როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ იქ, რა ბედი ელით? აღარ ვსაუბრობ იმაზე, 4 მილიონი ჩვენი მოქალაქე, რომელიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობს, იმათ რა ბედი ელით, რა მოხდებოდა მათ წინააღმდეგ. ასევე მინდა, შეგახსენოთ, მაგალითად, როდესაც ჩვენი შიდა უპასუხისმგებლო ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ რაღაც გარკვეული რეზოლუციების გამო, ეს იყო რძესთან და ყველთან დაკავშირებით. ამაზე ათასი ცინიკური განცხადებები გაკეთდა. ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის ერთ მილიარდ დოლარს. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მილიარდი დოლარი ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან. ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ინტერესები? თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები, დავკარგოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა? ამ კითხვებს ღიად ვსვამთ და კიდევ უფრო ხმამაღლა დავსვამთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა:

"რა თქმა უნდა, ჩვენ კანდიდატის სტატუსზე ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S