Accentnews.ge
"რომ იძახიან უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოსო, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს"

"რომ იძახიან უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოსო, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს"

13/06/2022 10:59:53 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ჯერ საქართველოს ეკუთვნის, შემდეგ კი – უკრაინასა და მოლდოვას.

"თუ ვინმეს ეკუთვნის მეგობრებო, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ ეკუთვნის უკრაინასა და მოლდოვას. რომ იძახიან უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, თავისი ბრძოლით, 30-წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი მე საჯაროდ დავოსში, ბრატისლავაში, ბრიუსელში, ყველგან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S