Accentnews.ge
"ვინმეს გახსოვთ სააკაშვილის დროს ლომჯარია გამოსულიყო და საჯაროდ დაეგმო რაიმე?"

"ვინმეს გახსოვთ სააკაშვილის დროს ლომჯარია გამოსულიყო და საჯაროდ დაეგმო რაიმე?"

13/06/2022 11:02:14 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გააკრტიკა.

"სახალხო დამცველმა, ქალბატონმა ლომჯარიამ საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნიაო, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და, ვინ უნდა მიიღოს? ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს? ვინმეს გახსოვთ საერთოდ, სახალხო დამცველი გამოსულიყო, და მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, საჯაროდ დაეგმო რაიმე, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება? კეზერაშვილის სახით ბიზნესის მთავარი რეკეტიორი ჩაწერეს ამ სამარცხვინო რეზოლუციაში. შევახსენებ EPP-ს, მას შემდეგ, რაც იგი (კეზერაშვილი) წავიდა თანამდებობიდან, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა მის კომპანიას. საიდან, მეგობრებო? ჯარის ძარცვიდან, ბიზნესის რეკეტისგან და მედია თავისუფლება რომ არის ქვეყანაში, ვინმეს რამე კითხვა აქვს ევროპასა და ამერიკაში? ყველამ ყველაფერი ძალიან კრგად იცის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S