Accentnews.ge
ღარიბაშვილი 20 ივნისისთვის დაანონსებულ აქციაზე: "მინდა, ყველა გავაფრთხილო, ვინმე არ წამოეგოს პროვოკაციას, არავის ვაპატიებთ უკანონო ქმედებას"

ღარიბაშვილი 20 ივნისისთვის დაანონსებულ აქციაზე: "მინდა, ყველა გავაფრთხილო, ვინმე არ წამოეგოს პროვოკაციას, არავის ვაპატიებთ უკანონო ქმედებას"

13/06/2022 11:09:48 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ 20 ივნისისთვის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "არავის აპატიებენ არცერთ უკანონო ქმედებებას".

პრემიერი თქმით, მთავრობა, "კანონით მონიჭებული უფლებითა და ძალით დაიცავს მოქალაქეების მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურობას".

"მთავარი ისაა, რომ ახლა ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მე ყველას შევახსენებ, ვინ ითხოვს ამ აქციას, ვინ ატარებს? შემთხვევით, ის ძალა ხომ არა, რომელიც აქ ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას? და ომის შემდეგ, რომელმაც ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს? ეს ძალა ითხოვს ევროკავშირთან სტატუსის მინიჭებას? მე მინდა, ყველა გავაფრთხილო, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

"შინ ევროპისკენ!" - ამ სახელწოდებით, მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით, 20 ივნისს 20:00 საათზე თბილისში მარში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S