Accentnews.ge
იოზვიაკი: "როგორც ჩანს, უკრაინა-მოლდოვას სტატუსი მიეცემა პირობებით, საქართველოზე კითხვებია"

იოზვიაკი: "როგორც ჩანს, უკრაინა-მოლდოვას სტატუსი მიეცემა პირობებით, საქართველოზე კითხვებია"

13/06/2022 15:42:16 პოლიტიკა

რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) ჟურნალისტი ბრიუსელიდან რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ დღეს ევროკომისიაში საორიენტაციო დისკუსია გაიმართა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესახებ.

"როგორც ჩანს, სტატუსს დათქმებით უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ, თუმცა საქართველოზე კვლავ კითხვის ნიშნებია. გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი, ხოლო წევრი სახელმწიფოები საბოლოო ვერდიქტს შემდეგ კვირაში გამოიტანენ“, – წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს:

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს".

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S