Accentnews.ge
პოდოლიაკი ღარიბაშვილს მიმართავს

პოდოლიაკი ღარიბაშვილს მიმართავს

14/06/2022 07:57:56 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

„არავინ ეწერება რიგში, რათა იყოს მოხალისე რუსული რაკეტებით სიკვდილისთვის. უკრაინა იხდის საშინელ ფასს ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი იხდის დიდ ფასს, რათა დაიცვას საკუთარი ცივილიზაცია. ღირებულებები მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?“,– წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

13 ივნისს ღარიბაშვილმა თქვა, რომ "თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატობა, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ უკრაინას, მოლდოვას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S