სლოვაკეთის პრემიერი გერმანიის კანცლერს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას
14/06/2022 10:18:55 პოლიტიკა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა ბერლინში ვიზიტისას გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გაფართოება აუცილებელია. მსოფლიოს სჭირდება ევროპა იყოს ძლიერი და ეს ქვეყნები გველოდებიან", - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად მიღება პირველი ნაბიჯი იქნება, ხოლო ამ ქვეყნების შემდგომი ინტეგრაცია ბლოკში „დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული“.
„ჩვენ არ შევამოკლებთ გზას, ჩვენ არ შევამცირებთ კრიტერიუმებს", აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.


