ზურაბ ჯაფარიძე – პრეზიდენტს: "არ გადადგეთ, შევრიგდებით"
14/06/2022 13:52:50 პოლიტიკა
"არ გადადგეთ, რამეს ვიზამთ, შევრიგდებით”, – ასე ეხმიანება „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ბრიფინგს.
დღეს საღამოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგის თემა უცნობია.
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით იტალიასა და ბრიუსელში იმყოფებოდა და სამშობლოში დღეს დაბრუნდა.


