Accentnews.ge
ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს და რეზოლუციაში ივანიშვილის მოხვედრაზე პასუხისმგებლობას აკისრებს

ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს და რეზოლუციაში ივანიშვილის მოხვედრაზე პასუხისმგებლობას აკისრებს

14/06/2022 17:27:26 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ამხელს და აცხადებს, რომ მათ ევროკავშირში სერიოზული კითხვების არსებობის მიუხედავად, პასუხების გასაცემად ადეკვატურად არ უმუშავიათ. შესაბამისად, ქვეყანამ, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ასოცირებული ტრიოს წევრებს შორის ლიდერად ითვლებოდა, ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.

კერძოდ, როგორც პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, ბრიუსელში, სადაც ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, მას საკმაოდ დამძიმებული სურათი დახვდა.

ზურაბიშვილის თქმით, მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე აპირებდა საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობა. ვინაიდან დრო არ იყო, მთავრობასთან ოფიციალური მიმოწერა არ ყოფილა, მხოლოდ ზეპირი კომუნიკაცია შედგა. ამ შენიშვნით პრეზიდენტი გამოეხმაურა პრემიერ ღარიბაშვილის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მან ზურაბიშვილის ვიზიტის თაობაზე ყველა თხოვნა დააკმაყოფილა. მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხსენებულ ორ და პლუს უკრაინაში ვიზიტზე უარი მიიღო.

„ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები“ ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც ჩემი აზრით ქვეყნის ინტერესში იქნებოდა ამ მომენტში. ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა „გაფუჭებული საქმე“. ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი, იყო მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, რომ შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. „გაფუჭებული საქმე“ აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა მიმართულებით. პირველია, ევროპარლამენტის რეზოლუცია. ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია – არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში. და ეს ევროპარლამენტის ყველა პარტიას ეხებოდა. ოპოზიცია მუშაობდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რაც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი და ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო“,– განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე გადაწყვეტილება, რომლის საფუძველიც არ არსებობს ამჟამად:

„საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი. ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოხატვაა. ოპოზიციის მუშაობის და ხელისუფლების დუმილის შედეგია. არ წარმოადგენს ჯერ გადაწყვეტილებას და არც მზაობას ევროკავშირის, რომ მსგავს ზომებს მიმართოს“.

ზურაბიშვილის თქმით, „სიმართლეს არც ის წარმოადგენს, რომ უკვე დაწესებულია რამე ფორმით ე.წ. ირიბად მომუშავე სანქციები, ეს ბუნდოვანება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ყველაფერი არ სცადა, ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან“.

„ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადებები მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა. ვლაპარაკობ მმართველ პარტიაზე. საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა ასევე ჩემზე გადაბრალება, თითქოს მე რაღაც ტოლობის ნიშები დავსვი და არა ის, რომ თქვენ – მმართველმა პარტიამ ყველაფერი არ გააკეთეთ რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S