Accentnews.ge
ხაზარაძე: "ლელო" იქნება 16-ში აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე"

ხაზარაძე: "ლელო" იქნება 16-ში აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე"

14/06/2022 19:23:01 პოლიტიკა

პოლიტიკური პარტია „ლელო“ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზ იქნება წარმოადგენილი.

„დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა.

ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

ლელო იქნება 16 აქციაზეც და ყველას მოუწოდებს რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე

საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!“.

მანამდე პრეზიდენტმა 20 ივნისს „შინ, ევროპისკენ“ აქციის ორგანიზატრებს მოუწოდა, გადადონ აქცია, ვინაიდან რიგ რისკებთანაა დაკავშირებული და 16 ივნისს შეიკრიბონ აქციაზე, რათა ევროპას ქართული საზოგადოების ერთობა აჩვენონ. აქციაზე მიწვეულნი არიან ელჩები და ყველა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და გემოვნებისა.

პრეზიდენტის განცხადებით, თუ პროტესტი ჩატარდება, დემონსტრანტების უფლებები დაცული უნდა იყოს.

"არა და არასოდეს!" - ასე უპასუხა მოძრაობა სირცხვილიას ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, გადადონ 20 ივნისს დაგეგმილი აქცია.

მოგვიანებით ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიწვევა მიიღო, ამასთან, სირცხვილიამ სალოზე ზურაბიშვილი მიიწვია 20 ივნისის ღონისძიებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S