Accentnews.ge
„20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში“ – ელისაშვილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება

„20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში“ – ელისაშვილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება

14/06/2022 19:32:37 პოლიტიკა

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება.

„17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 7 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ მარა გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ (პრორუსების და მამაძაღლების გარდა) საკუთარ ჭუჭრუტანებს რო ვაჯობოთ ტეხავს? დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მარა ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქუთ, ამოვისუნთქოთ - ჩვენ ჰორიზონტალურ "მე იქ იმასთან არ მივალ"- ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს - ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების - საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16 ში - ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავენახოთ რომ ბევრნი ვართ!

მოვუწოდებ "სირცხვილიას" ჯგუფს რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა! 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!“,– წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

ზურაბიშვილმა მოძრაობა სირცხვილიას მიმართა, გადადოს 20 ივნისს დანიშნული პროევროპული აქცია, რომელიც, მისი თქმით, "ბევრ საფრთხეს უკავშირდება".

მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების გალეჩვა-გაყოფის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, თუ პროტესტი ჩატარდება, დემონსტრანტების უფლებები დაცული უნდა იყოს.

„ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა ეს გამოსვლა და ჩემი გადასაწყვეტია არ არის, შემიძლია, მივმართო თხოვნით. თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზეხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრანტების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა. თუ ამას შევიგნებთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S