Accentnews.ge
"პრეზიდენტი ერთ-ერთია, ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე"

"პრეზიდენტი ერთ-ერთია, ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე"

15/06/2022 07:44:20 პოლიტიკა

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენამდე მიიჩნევს, რომ "პრეზიდენტი სალოემ ზურაბიშვილი ერთ-ერთია, ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე".

„იცით დღეს კლანური მმართველობა რაზე დგას? იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. აქ კლანს სულ რაღაც ერთი ხმით ნაკლები რომ ჰქონდეს საკუთარ ინტერესებს ვერ გაიტანდა და ხელისუფლებასაც ვერაფერს შესთავაზებდა გასარიგებლად. ის ერთი წევრი კი, რომელიც დღეს საბჭოში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ხმებს 2/3-მდე უვსებს, მოქმედმა პრეზიდენტმა დანიშნა, სულ რაღაც, 2 წლის წინ“, – წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დღეს ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს მიმართ სკეპტიციზმს პირველ რიგში მართლმსაჯულების საკითხი ანაპირობებს და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე.

„დღეს ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს მიმართ სკეპტიციზმს თუ რამე განაპირობებს, ეს, პირველ რიგში, მართლმსაჯულების საკითხია – კლანური მმართველობა. ხელისუფლებისა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ალიანსი, რამაც შესაძლებელი გახადა პოლიტიკური მართლმსაჯულება. იცით დღეს კლანური მმართველობა რაზე დგას? იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. აქ კლანს სულ რაღაც ერთი ხმით ნაკლები რომ ჰქონდეს საკუთარ ინტერესებს ვერ გაიტანდა და ხელისუფლებასაც ვერაფერს შესთავაზებდა გასარიგებლად. ის ერთი წევრი კი, რომელიც დღეს საბჭოში მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ხმებს 2/3-მდე უვსებს, მოქმედმა პრეზიდენტმა დანიშნა, სულ რაღაც, 2 წლის წინ. ამიტომ ქვეყნის პირველი პირი ერთ-ერთია მათ შორის ვის კისერზეცაა ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე“, – აცხადებს მენაბდე.

როგორც კონსტიტუციონალისტი აღნიშნავს, შესაძლოა, პრეზიდენტს კარგი ვიზიტები აქვს, მაგრამ არ უნდა თქვას, რომ ყველაფერს აკეთებს.

„ნამდვილად კარგი ვიზიტები აქვს, როცა მთელი ქვეყანა სირცხვილის პირას ვიდექით პრემიერის განცხადების გამო, მან სწორი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ნუ გვეტყვის, რომ ყველაფერს აკეთებს, რადგან აჯობებდა ყველაფერი გაეკეთებინა (თან როცა ეს ყველაფერი მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული და არა ისე როგორც ახლა – მთავრობის თანხმობის გარეშე ნაბიჯის გადადგმის უფლება არ აქვს) და დღეს ამ ვითარებაში შეიძლება არც ვყოფილიყავით“, – განაცხადა მენაბდემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S