Accentnews.ge
გახარიას პარტიის წევრი 16 და 20 ივნისისთვის დაანონსებულ აქციებში პარტიის მონაწილეობას გამორიცხავს

გახარიას პარტიის წევრი 16 და 20 ივნისისთვის დაანონსებულ აქციებში პარტიის მონაწილეობას გამორიცხავს

15/06/2022 07:54:48 პოლიტიკა

ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი 16 და 20 ივნისისთვის დაანონსებულ აქციებში პარტიის მონაწილეობას გამორიცხავს.

როგორც მან აღნიშნა, პარტიისთვის მთავარი ამოცანა პარტნიორებთან მუშაობაა.

"მოქალაქეების უფლებაა რომელ აქციაზეც უნდათ და რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია. რაც შეეხება ჩვენ რომელ თარიღში დავაფიქსირებთ – არც ერთში. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენთვის ნომერი ერთი ამოცანაა ჩვენს პარტნიორენთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საქართველომ მიიღის კანდიდატის სტატუსი. ჩვემ არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ“, – განაცხადა დაუშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სირცხვილიას“ მოუწოდა, გადადოს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“, სანაცვლოდ კი 16 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა. 16 ივნისის აქციაზე პრეზიდენტმა მიიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S