Accentnews.ge
„ევროპული საქართველო“ 16 ივნისის აქციას არ შეუერთდება

„ევროპული საქართველო“ 16 ივნისის აქციას არ შეუერთდება

15/06/2022 08:04:23 პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტ სალოემ ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ 16 ივნისის აქციას არ შეუერთდება", – ამის შესახებ პარტიის წევრმა ლელა ქებურიამ განაცხადა.

მისი თქმით, 16 ივნისის აქცია ემსახურება მიზანს, რომ თითქოს ქართველი ხალხის ნება და ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სურვილები არის იდენტური და „ევროპული საქართველო“ არ აპირებს, ამ გზავნილის განმტკიცებაში ხელისუფლებისთვის ხელის შეწყობას.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სირცხვილიას“ მოუწოდა, გადადოს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“, სანაცვლოდ კი 16 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა. 16 ივნისის აქციაზე პრეზიდენტმა მიიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S