Accentnews.ge
საქართველოში გერმანიის ელჩი: "ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები"

საქართველოში გერმანიის ელჩი: "ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები"

15/06/2022 08:34:20 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰურბერტ ქნირში აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს ევროპის მოედანზე დაანონსებულ აქციას უერთდება.

"საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ან ნების გამოხატვის მოწმე", - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სირცხვილიას“ მოუწოდა, გადადოს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“, სანაცვლოდ კი 16 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა. 16 ივნისის აქციაზე პრეზიდენტმა მიიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S