Accentnews.ge
"თუ ზურაბიშვილის გამოსვლაში ბიძინას ხელი ურევია, მაშინ "ოცნების" ამ შემადგენლობას დიდი დღე არ უწერია"

"თუ ზურაბიშვილის გამოსვლაში ბიძინას ხელი ურევია, მაშინ "ოცნების" ამ შემადგენლობას დიდი დღე არ უწერია"

15/06/2022 08:55:26 პოლიტიკა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს ეხმიანება და აცხადებს, რომ "თუ ზურაბიშვილის გამოსვლაში ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევია, მაშინ "ქართული ოცნების" ამ შემადგენლობას დიდი დღე არ უწერია". ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

უგულავას "პოსტს" უცვლელად გთავაზობთ:

"სალომე ზურაბიშვილზედ:

1. ბოდიში ბიძინას სააკაშვილ-გვარამიასთან ერთად მოხსენიებისთვის. ბიძინა კარგია - კობახიძე-ღარიბაშვილი ცუდი.

2. ზურაბიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ოცნების ორი პროპაგანდისტული ნარატივი. კერძოდ, დასავლეთი ომში გვითრევს, ომის პარტია, მეორე ფრონტი - გამოაცხადა როგორც ბლეფი და რუსული ნარატივი. ასევე, ჩავარდნა თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხიამგებლობაა, რაც არ უნდა "რადიკალური" იყოს ოპოზიცია. ეს ძალიან მძიმე აქცენტია ოცნებისთვის.

3. რეზოლუციიდან ახსენა მხოლოდ გვარამია. რაც იდეაში ნიშნავს რომ უშვებს მის შეწყალებას. მაგრამ სრულიად უსინდისოდ არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი. არადა რეზოლუციაში მკაფიოდაა მისი ჰუმანურობის საფუძველზე სამკურნალოდ უცხოეთში გაყვანის მოთხოვნა.

4. დაანონსა 16 ივნისს აქცია. სრულიად უადგილო და გაუგებარი მიზნით. არ მგონია რომ იქ ბევრი ხალხი მივიდეს და ამიტომ არ ვიფიქრებდი ამ თარიღზე ბევრს. ვიღაცა მივა ვიღაცა არა. გინება არაა საჭირო. 20 ივნისს ეს ვერ გადაფარავს. 20-ში ძალიან ძალიან ბევრი ხალხი იქნება გარეთ.

დასკვნა: მე-2 პუნქტი მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს რომ სალომესა და ოცნებას შორის (არა ბიძინას) ხიდი საბოლოოდ ჩატყდა. თუ ზურაბიშვილის გამოსვლაში ბიძინას ხელი ურევია, მაშინ ოცნების ამ შემადგენლობას დიდი დღე არ უწერია. ეს ნიშნავს რომ ივანიშვილი ასე ცდილობს გადარჩენას. სისულელეა. მორიგი "ღარიბაშვილზე უკეთესი" ან "პრემიერი ბახტაძე" აღარ მიიღება. სხვა დროა, სხვა ვითარებაა.ზოგადად, გუშინდელი ბრიფინგი "შიდაქოცურ რაზბორკას" უფრო ჰგავდა, ვიდეე პრეზიდენტის გამოსვლას, რომლისაგანაც ხალხი დიდი ხანია სადღეგრძელოების ნაცვლად, მოქმედებას ან გაჩუმებას მოითხოვს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S