„სტრატეგია აღმაშენებელი“ 16 ივნისის აქცია არ უერთდება
15/06/2022 10:15:32 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებელი“ 16 ივნისის აქცია არ უერთდება. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
"სავარაუდოდ ყველაზე დიდი შეკრება 24 ივნისის შემდეგ შეიძლება, მოგვიწიოს, ამიტომ 16-ში ვისაც გინდათ მიბრძანდით, 20-ში ყველას გთხოვთ, რომ მოხვიდეთ აქციაზე. მე 20-ში ბრიუსელში ვარ და ხალხთან შეხვედრის მტკიცებულებები ჩამაქვს ევროპარლამენტარებთან“, – განაცხადა ვაშაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სირცხვილიას“ მოუწოდა, გადადოს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“, სანაცვლოდ კი 16 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა. 16 ივნისის აქციაზე პრეზიდენტმა მიიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები.


