Accentnews.ge
"ზურაბიშვილის ბრიფინგი კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ იყო მიმართული"

"ზურაბიშვილის ბრიფინგი კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ იყო მიმართული"

15/06/2022 10:22:31 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი მიმართული იყო ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.

"სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ერთის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და მეორეს მხრივ, საჯაროდ თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება, მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია ამასაც კი არ აქვს ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მნიშვნელობა. [...] რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ",- განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S