Accentnews.ge
კობახიძე – ზურაბიშვილზე: "კიდევ კარგი, მართლა მთავარსარდალი არ არის"

კობახიძე – ზურაბიშვილზე: "კიდევ კარგი, მართლა მთავარსარდალი არ არის"

15/06/2022 11:09:54 პოლიტიკა

"როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია, კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის",- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილს მეორე ფრონტის გახსნის სურვილი აქვს, კობახიძე ამბობს, რომ ეს არ იცის, თუმცა „ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, შეიძლება, ვინმემ ამაში ჩაითრიოს“.

"მთელი პოლიტიკური რესურსი თავმოყრილია მმართველ პარტიაში და სწორედ ამ რესურსით შეგვიძლია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები, რაციონალური ანალიზის საფუძველზე. ამის რესურსი პრეზიდენტს არ აქვს სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის იმის გამო, რომ კონსტიტუცია მას ამის ბერკეტებს არ ანიჭებს. ეს გამოჩნდა ბრიფინგის ტექსტშიც - რაღაცები არ გაანალიზა თუ ვერ გაანალიზა, ამის სიღრმეში ვერ შევალ. შეიძლება ვერ გაანალიზა ან არ გაანალიზა, მაგრამ ფაქტია, ანალიზს იყო მოკლებული, გვაქვს ინფორმაცია, ვინ ითხოვდა მოხალისეების უკრაინაში გაშვებას, რაც საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავდა. ოპოზიცია ამას საჯაროდ აჟღერებდა. ანუ ოპოზიცია საჯაროდ ითხოვდა ხელისუფლებისგან ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართულობას. მთავრობის ნებართვით ბორტის გაშვება ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ითხოვდა ოპოზიცია. ეს პირდაპირი მცდელობა იყო, ჰაერიდან არაფერია მოტანილი, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილისმომგვრელია, კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის. იგი ფორმალური მთავარსარდალია. მას არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა. კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი, ომის პერიოდში - პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი არის სიმბოლური მთავარსარდალი და არა ფაქტობრივი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

14 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოში "მეორე ფრონტის" საკითხს ყურადღების გადასატანად იყენებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S