"EPP არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება"
15/06/2022 11:25:12 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ევროპის სახალხო პარტიას" (EPP) "კრიმინალური პარტიების გაერთიანებას" უწოდებს.
მისი თქმით, "ვიდრე ისეთი კრიმინალური პარტიები, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“, EPP-ს პარტნიორებად რჩებიან, მანამდე სერიოზული პრობლემები იქნება".
„როგორც მოგეხსენებათ, 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, ძირითადად სამი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა ჰქონდა მას - ეს არის „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება, სადაც „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან წარმოდგენილი. ღირსების საქმე უნდა იყოს ის, რომ კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში, საუბარი მაქვს „ნაცმოძრაობაზე“ და „ევროპულ საქართველოზე“. შესაბამისად, აქ არის სერიოზული პოლიტიკური პრობლემა“, – განაცხადა კობახიძემ.


