"საქართველო კანდიდატის სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით მიიღებს"
15/06/2022 16:32:51 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით მიიღებს.
„არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით, სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები. დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნებათ, ოღონდ ბევრად ნაკლები“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკომისიის პრეს-მდივნის ერიკ მამერის განცხადებით, ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას 17 ივნისს გამოაცხადებს.


