Accentnews.ge
"ევროკავშირის გაფართოება არ შეიძლება, იყოს ერთადერთი გამოსავალი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობისთვის"

"ევროკავშირის გაფართოება არ შეიძლება, იყოს ერთადერთი გამოსავალი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობისთვის"

15/06/2022 18:21:58 პოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, "ევროკავშორის გაფართოება არ შეიძლება, იყოს ერთადერთი გამოსავალი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობისთვის". ამის შესახებ მან კიშინიოვში მოლდოველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფრანგი ლიდერის თქმით," მნიშვნელოვანია უფრო ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში თანამშრომლობისთვის, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც გაწევრიანებას არ ჩაანაცვლებს".

როგორც მაკრონმა აღნიშნა, ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადები და მისი როლი "კონსენსუსის შექმნაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S