Accentnews.ge
რასა იუკნევიჩიანე ირაკლი კობახიძეს ვლადიმირ პუტინს ადარებს

რასა იუკნევიჩიანე ირაკლი კობახიძეს ვლადიმირ პუტინს ადარებს

15/06/2022 19:09:34 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ადარებს.

"პუტინიც იგივენაირად ფიქრობს და ლაპარაკობს", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

მანამდე ირაკლი კობახიძემ "ევროპის სახალხო პარტიას" (EPP) "კრიმინალური პარტიების გაერთიანება" უწოდა.

მისი თქმით, "ვიდრე ისეთი კრიმინალური პარტიები, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“, EPP-ს პარტნიორებად რჩებიან, მანამდე სერიოზული პრობლემები იქნება".

„როგორც მოგეხსენებათ, 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, ძირითადად სამი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა ჰქონდა მას - ეს არის „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც არის კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება, სადაც „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არიან წარმოდგენილი. ღირსების საქმე უნდა იყოს ის, რომ კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში, საუბარი მაქვს „ნაცმოძრაობაზე“ და „ევროპულ საქართველოზე“. შესაბამისად, აქ არის სერიოზული პოლიტიკური პრობლემა“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S