Accentnews.ge
"მინდა, მივმართო ქართველ ხალხს, დაგვეხმარეთ, რომ გიხსნათ"

"მინდა, მივმართო ქართველ ხალხს, დაგვეხმარეთ, რომ გიხსნათ"

16/06/2022 04:38:06 პოლიტიკა

„მინდა, მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს, დაგვეხმარეთ, რომ გიხსნათ“, – ამის შესახებ უკრაინის ექს–პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა საქართველოსგან მეტ სოლიდარობას და მხარდაჭერას ელის.

„პირველ რიგში, მე ვიცი, რომ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას ვუჭერ მხარს. მადლობელი ვარ მათი გულისხმიერებისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის, მხარში დგომისთვის. ჩვენ არა მხოლოდ უკრაინისთვის ვიბრძვით. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინდა, მივმართო ქართველ ხალხს, პარლამენტს, დაგვეხმარეთ, რომ თქვენ გიხსნათ. ასეთი ურთიერთგაგება უნდა იყოს და ამგვარ სიტუაციაში, რა საკვირველია, ველით უფრო მეტ სოლიდარობას, მეტ სანქციას და მეტ მხარდაჭერას“,- განაცხადა პოროშენკომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S