"სტატუსზე მოლდოვას უკრაინისგან ვერ გამოვყოფთ, საქართველოს განსხვავებული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს"

16-06-2022 10:26:06 პოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მას სურს, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ გაუგზავნოს.

"პირადად მე მკაფიო და პოზიტიური სიგნალის გაგზავნა მსურს, მაგრამ ევროკავშირის წევრებს შორის ერთიანობას უნდა მივაღწიოთ. ვერ გამოვყოფთ უკრაინისგან მოლდოვას იმ პერსპექტივაში, რომელსაც ვაძლევთ", – განაცხადა მაკრონმა.

რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, "საქართველო ასევე მაგიდაზე იქნება, როგორც პოტენციური კანდიდატი, მაგრამ მას განსხვავებული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები