Accentnews.ge
"მამაჩემს რუსეთიდან სოლიკო ვირსალაძის ჰონორარი ერიცხება უკვე 25 წელია"

"მამაჩემს რუსეთიდან სოლიკო ვირსალაძის ჰონორარი ერიცხება უკვე 25 წელია"

16/06/2022 09:20:56 პოლიტიკა

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმიანება ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან პერიოდულად სოლიდური თანხები ირიცხება.

"ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა "იმედი". მინდა, გითხრათ, უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან. ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო... მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია "რაოსთან" გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს", წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

"იმედის" ცნობით, საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე და გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც.

ტელეკომპანიის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა ელენე ხოშტარიას მიერ „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების დაწესების მოთხოვნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S