Accentnews.ge
"უყურებ მოლდოვა-უკრაინის მუშაობას, აქ კი მინისტრი ლოკოკინებს დასდევს, ჩანს განწყობა"

"უყურებ მოლდოვა-უკრაინის მუშაობას, აქ კი მინისტრი ლოკოკინებს დასდევს, ჩანს განწყობა"

16/06/2022 11:00:52 პოლიტიკა

პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მაშინ, როცა მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ძალისხმევას არ იშურებენ, "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლოკოკინებს დასდევს".

"ბევრი საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ [ევროპარლამენტარების] უმეტესობა საბოლოო ჯამში, როცა რაღაც არგუმენტებს ეუბნები, ამ არგუმენტებზე მოგვყვებიან და ეს არგუმენტები მუშაობს, უბრალოდ ამას სჭირდება მუშაობა. ეს არ შეიძლება, მარტო მე ვაკეთო, ან გიორგი ვაშაძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც სადღაც-სადღაც დადიან და ვიღაცებს ელაპარაკებიან. პირველ რიგში, ეს ხელისუფლების გასაკეთებელი საქმეა. ვისაც ეს პირველ რიგში ევალება, იგი წილკანში ლოკოკინების გადამამუშავებელ ქარხანას ხსნის, როცა 1 კვირაში ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი წყდება ქვეყნისთვის. კარლ ჰარცელი რომ ხარ, ევროკავშირის ელჩი და ამას უყურებ ან ევროპის დედაქალაქიდან რომ უყურებ მოლდოველები, როგორ მუშაობენ შენთან და უკრაინელები როგორ მუშაობენ და აგერ საქართველოში ვიღაც ლოკოკინებს დასდევს, ხედავენ, რამდენად სერიოზულია განწყობა, ჩანს განწყობა", – აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის: ევროკომისია 17 ივნისს გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S