Accentnews.ge
"ახლა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ უფრო მეტად საქართველოს"

"ახლა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ უფრო მეტად საქართველოს"

16/06/2022 14:09:19 პოლიტიკა

"ახლა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ უფრო მეტად საქართველოს", - ამის შესახებ ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"მე შევხვდი გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რომელიც გუშინ საღამოს გამართულ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. მოკავშირეებმა და პირადად მე ხაზი გავუსვით როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობას იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც რუსეთის ჩარევის წინაშე დაუცველები არიან. და, რა თქმა უნდა, საქართველო ყველაზე მეტად არის მათ შორის, რადგან საქართველომ 2008 წელს უკვე განიცადა მოსკოვის სამხედრო ინტერვენციის შედეგები. შესაბამისად, ახლა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ უფრო მეტად საქართველოს და როგორ გავაძლიეროთ შემდგომში ქვეყანასთან ჩვენი პარტნიორობა. ეს იყო ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და მოკავშირეებმა ასევე გაუსვეს ხაზი ჩვენ ახლო პარტნიორ საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S