Accentnews.ge
პრეზიდენტი – კანდიდატის სტატუსზე: "ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს"

პრეზიდენტი – კანდიდატის სტატუსზე: "ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს"

16/06/2022 15:55:47 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით "ბრმა ოპტიმიზმი არ აქვს". ამის შესახებ მან ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

"მე თუ აქ გამოვედი, გამოვედი სიტყვით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მთლად ასეთი ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს შედეგებთან მიმართებით, თუმცა ვთვლი, რომ საქართელოს აქვს უფლება, იყოს იქ, სადაც მის მოსახლეობას უნდა და ამისთვის უნდა ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ. დიდი პასუხისმგებლობაა ხელისუფლების, რომელმაც უნდა გადადგას ნაბიჯები და ალბათ, ხვალინდელი რეკომენდაცია გვაჩვენებს, რა მიმართულებითაა გადასადგმელი ნაბიჯები, ეს არის ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თბილისში, ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია პრეზიდენტის ინიციატივით იმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S