Accentnews.ge
გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და რუმინეთის ლიდერებიდან საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარი მხოლოდ რუმინეთმა დაუჭირა

გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და რუმინეთის ლიდერებიდან საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარი მხოლოდ რუმინეთმა დაუჭირა

16/06/2022 16:20:11 პოლიტიკა

გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და რუმინეთის ლიდერებიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის მხარი მხოლოდ რუმინეთმა დაუჭირა. შესაბამისი განცხადებები ხსენებული სახელმწიფოების წარმომადგენლებმა დღეს კიევში ვიზიტის დროს გააკეთეს.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს კი ამ კონტექსტში არ ახსენებენ.

„გერმანია უკრაინასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მომხრეა. იგივე პოზიცია აქვს ბერლინს მოლდოვის მიმართ. უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია“, – განაცხადა შოლცმა უკრაინაში ვიზიტის დროს გამართულ პრეს–კონფერენციაზე. მას არაფერი უთქვამს საქართველოსთან დაკავშირებით.

შოლცისა და მაკრონისგან განსხვავებით, იტალიის პრემიერ–მინიტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ მომხრეა უკრაინისთვის სტატუსის მინიჭების და მოლდოვა–საქართველო ამ კონტექსტში არ დაუსახელებია.

რაც შეეხება რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისმა აღნიშნა, რომ რუმინეთი მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

ევროპის ოთხი ქვეყნის – იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუმინეთის ლიდერები უკრაინაში დღეს ჩავიდნენ. მათი განცხადებით, ვიზიტის მიზანი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა, ასევე იმის ხაზგასმაა, რომ დახმარება, რომელსაც უკრაინას აწვდიან, გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

ცნობისთვის: ევროკომისია 17 ივნისს გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S