ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია დასრულდა
16/06/2022 17:47:31 პოლიტიკა
ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერი აქცია დასრულდა.
ღონისძიებაზე, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით გაიმართა, მივიდნენ მოქალაქეები, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მათ შორის ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.
აქციაზე დღეს სიტყვით გამოსვლები არ ყოფილა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პერსპექტივა არის ევროპაში.


