Accentnews.ge
"რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხაროა, ამან შეიძლება, დღეს სტატუსი და ხვალ წევრობა შეაფერხოს"

"რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხაროა, ამან შეიძლება, დღეს სტატუსი და ხვალ წევრობა შეაფერხოს"

17/06/2022 06:06:21 პოლიტიკა

"რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ამან შეიძლება დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ შეაფერხოს წევრობა" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე აქცენტი კეთდება, ეს არის სამწუხარო და ძალიან მძიმედ მოსასმენი საზოგადოებისთვის".

მისივე თქმით, "2005 წელს, როცა იქმნებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სქემა, სწორედ გეოგრაფიული მოტივით საქართველოს თავდაპირველად ეთქვა უარი, თუმცა, შემდეგ საქართველო გახდა სქემის შემადგენელი ნაწილი".

„ამ შემთხვევაშიც წამოვიდა ეს რიტორიკა გეოგრაფიასთან დაკავშირებით. ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ამან შეიძლება დღეს შეაფერხოს კანდიდატის სტატუსი, ხვალ შეაფერხოს წევრობა. ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლით, ეს არის გეოგრაფია და როდესაც ამაზე აქცენტი კეთდება, ეს არის სამწუხარო და ძალიან მძიმედ მოსასმენი საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ გეოგრაფია არის არა ის, რაც ჩვენ ავირჩიეთ, არამედ ის, რაც ჩვეულებრივი, ფიზიკური მოცემულობა და ამაზე მინიშნება ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება იგივე ვიღაცამ წევრობაზე თქვას, როცა საქმე საქმეზე მიდგება. არ ვიცი, რატომ გახდა ასეთი აქტუალური, ამის ახსნა მე გამიჭირდება, უნდა ვკითხოთ ამ რიტორიკის ავტორებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ მოლდოვაში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა გამიჯნა უკრაინისა და მოლდოვისგან.

მან აღნიშნა, რომ სურს, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ გაუგზავნოს:

"პირადად მე მკაფიო და პოზიტიური სიგნალის გაგზავნა მსურს, მაგრამ ევროკავშირის წევრებს შორის ერთიანობას უნდა მივაღწიოთ. ვერ გამოვყოფთ უკრაინისგან მოლდოვას იმ პერსპექტივაში, რომელსაც ვაძლევთ".

რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, "საქართველო ასევე მაგიდაზე იქნება, როგორც პოტენციური კანდიდატი, მაგრამ მას განსხვავებული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს".

ევროკომისია 17 ივნისს გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S