Accentnews.ge
"პუტინის მცდელობის პარალელურად, კიდევ ერთხელ ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობას, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას"

"პუტინის მცდელობის პარალელურად, კიდევ ერთხელ ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობას, აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას"

17/06/2022 07:21:06 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ომი უკრაინაში.

მისი თქმით, შტატები გააგრძელებს უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

"უკანასკნელმა რამდენიმე თვემ აჩვენა, როგორია კრემლის აგრესია და სიმხეცე. ვიცი, რომ ქართველ ქალებს და გოგონებს ამის შეხსენება არ სჭირდებათ. ქართველებმა ეს რეალობა უკვე იწვნიეს. ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირებას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პუტინის მცდელობის პარალელურად, კიდევ ერთხელ ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობას, აშშ აგრძელებს უკრაინის, საქართველოს და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას, რომელიც საკუთარ თავზე განიცდის კრემლის აგრესიას. მინდა, ნათლად განვაცხადო, ჩვენ პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ აგრესიის ომს პუტინი ვერ მოიგებს. აშშ-ს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, საკუთარი თავი დაიცვას აგრესიის წინაშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთანავე, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ პარტნიორებთან მუშაობას, რომ გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვის უნარი, ისევე, როგორ მედეგობა რუსული ზეგავლენის წინაშე, მათ შორის ეკონომიკისა თუ კიბერსფეროებში. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რაც იწვევს უდანაშაულო ადამიანების ტკივილს", - განაცხადა კარენ დონფრიდმა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და მთავრობას უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S