Accentnews.ge
დონფრიდი – ზურაბიშვილს: "თქვენ გვაჩვენეთ შეუვალი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი სიმამაცე"

დონფრიდი – ზურაბიშვილს: "თქვენ გვაჩვენეთ შეუვალი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი სიმამაცე"

17/06/2022 08:24:19 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა თბილისში გამართულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

"თქვენ მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ქალებს თავს გვიყრით აქ და ეს არის განსაკუთრებული. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვაჩვენეთ შეუვალი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რომელთა წინაშე ყოველგვარი მიზეზის გარეშე ომი წამოიწყო მტერმა. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თქვენ ლიდერობას და სიმამაცეს", - მიმართა კარენ დონფრიდმა სალოემ ზურაბიშვილს.

ამასთან, მან საქართველოს მთავრობასა და ხალხს უკრაინელი ლტოლვილების მიღების, ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისთვის და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერის ჩვენებისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინა-რუსეთს შორის არსებუბული დაძაბულობისა და შემდგომ ომის ფონზე სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა, რის გამოც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მან 16 თებერვალს მადლობაც გადაუხადა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მოეწვიათ. ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპის გზის გახსნა უკრაინამ დაუჩქარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S