პოლონეთის სეიმის მარშალის მოადგილე: "უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე"
17/06/2022 08:56:04 პოლიტიკა
საქართველოში მყოფი პოლონეთის სეიმის მარშალის მოადგილე მალგორჟატა გოშიევსკა ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქრათველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს.
"მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავერსკის თანდასწრებით. საერთოდ, ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ არის, რომ პატიმრობაში იყოს და დაისაჯოს დემოკრატიურლად არჩეული პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიურლად არჩეული პრეზიდენტი და მე მგონი, მეორე მსოფლიო ომს შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება პატიმრობაში ქართული სასამართლოს მისჯილი ბრალდებით. თუ სახელმწიფო და მართლმსაჯულება არ გამოხატავს პატივისცემას ქვეყნის პირველი პირის მიმართ, მაშინ რა უნდა ქნას უბრალო, ჩვეულებრივმა ადამიანმა", - განაცხადა პოლონეთის სეიმის მარშალის მოადგილემ.
მან აღნიშნა, რომ პოლონეთმა არაერთხელ გამოხატა მზაობა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანსთან დაკავშირებით.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობის კურსს კლინიკა "ვივამედში" გადის. მისი ოჯახი ექს–პრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანის ნებართვას ითხოვს, მთავრობა ამბობს, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.


