Accentnews.ge
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი: "კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, მზად ვართ, სააკაშვილის მიღებისა და მკურნალობისთვის"

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი: "კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, მზად ვართ, სააკაშვილის მიღებისა და მკურნალობისთვის"

17/06/2022 09:39:26 პოლიტიკა

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟატა გოშევსკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლონეთი მზადაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობა-რეაბილიტაცია უზრუნველყოს.

მისი თქმით, "მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას ხელისუფლება არ აძლევს, თუმცა ყველამ იცის, რომ ამის უკან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას".

"ხელისუფლება არ იძლევა ამის საშუალებას [გადაყვანის], მაგრამ ამის უკან დგას ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც არღვევს კანონს და ყველა დაშვებულ წესს. მისი კავშირები რუსეთის ფედერაციასთან საყოველთაოდ არის ცნობილი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ სრულიად მზად ვართ მისი მიღების ადა მკურნალობისვის", - განაცხადა გოშევსკამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობის კურსს კლინიკა "ვივამედში" გადის. მისი ოჯახი ექს–პრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანის ნებართვას ითხოვს, მთავრობა ამბობს, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S