Accentnews.ge
ევროკომისია – უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს

ევროკომისია – უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს

17/06/2022 10:05:04 პოლიტიკა

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით,

გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

„მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება ქვეყანაში. დეტალურად მინდა მოგახსენოთ ჩვენი რეკომენდაციების თაობაზე. უკრაინამ უნდა აიღოს თავის ბედი ხელში და შექმნას თავის მომავალი.

უკრაინას აქვს საარჩევნო სისტემა, რომელიც არის თავისუფალი. უკრაინას გააჩნია განათლების სისტემა, რომელიც არის კარგად განვითარებული. ჩვენ ვიცნობთ ამ ქვეყნის ციფრულ უნარებს და ციფრულ სისტემას, რომელიც არსებობს და თუ შევხედავთ ეკონომიკას, ომის წინ უკრაინამ აჩვენა მხოლოდ ორპროცენტიანი დეფიციტი, საკმაოდ ჯანსაღი და 50 პროცენტამდე საჯარო ვალი, რაც კარგი მაჩვენებელი იყო. უკრაინამ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა გამხდარიყო სრულიად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან უკრაინას შეუძლია, ინტეგრირება მოახდინოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ჩვენ ვმუშაობთ, რათა უკრაინის ინტეგრირება მოხდეს ერთიან ბაზარზე. სატრანსპორტო შეთანხმება გაგვაჩნია, ჩვენ ინტეგრირებას ვახდენთ ენერგეტიკის სისტემით. ომის შემდეგაც უკრაინის ელექტროგადამცემი ხაზი შეუერთდა ევროკავშირის ხაზს და ყველა ეს ნაბიჯი ძალიან კარგი მიმართულებით არის გადადგმული.

ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ დამატებითი ძალისხმევაა გასაწევი კანონის უზენაესობის მიმართულებით. უკრაინამ წინ წაიწია იმით, რომ შექმნა საჭირო ინსტიტუტები სასამართლო ხელისუფლებისთვის, რომ ასე ეფექტურად ემუშავა, აღჭურვა უფლებამოსილებით პროკურორები, ახლა გახლავთ მოსამართლეების შერჩევა კონსტიტუციური სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა.

რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინამ წინ წაიწია, შექმნა ანტიკორუფციული ორგანიზაციები. რაც შეეხება ოლიგარქებს, ძალიან ძლიერი კანონი მიიღო დეოლიგარქიზაციის და ეს გახლავთ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტრნიორობისა, რომელმაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგა. ახლა ეს ეხება უკვე კანონის შესრულებას. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ შედეგები.

რაც შეეხება ფუნდამენტალურ უფლებებს, უკრაინამ შეასრულა 80% ვენეციის კონვენციის რეკომენდაციებისა, უმცირესობებზე კანონის მიღება არის დარჩენილი. ძალიან ბევრია მიღწეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო არის დარჩენილი.

უკრაინაზე დასკვნის გაკეთების თვალსაზრისით, ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს, დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინას უნდა მივესალმოთ როგორც კანდიდატ ქვეყანას. ეს არის იმ გაგებით, რომ საკმაოდ ფართო სამუშაო ჩატარდა, მაგრამ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ რჩება. მთელი პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული. ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული, მის ხელშია ყველაფერი და იმაზე უკეთესი არ არის, რომ საკუთარი მომავალი თვითონ შექმნან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რაც შეეხება მოლდოვას, მისი თქმით, როგორც უკრაინის შემთხვევაში, მოლდოვას რეკომენდაციას უწევს, რომ მიანიჭონ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი "იმის ფონზე, რომ ქვეყანამ უნდა განახორციელოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა მომავალშიც".

"წარსულ პერიოდში მოლდოვამ განახორციელა გადამწყვეტი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, ნათელი მანდატი თავისი მოქალაქეების მხრიდან. ეს არის პრორეფორმული ანტიკორუფციული ევროპული გზა დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად. მოლდოვას ასევე ძალიან გრძელი გზა გააჩნია, მისი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაცია მოითხოვს ძირითადად გაუმჯობესებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მიუყვება აღნიშნულ კურსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას გააჩნია პოტენციალი, დააკმაყოფილოს მოთხოვნები“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

  • ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება.
  • კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S