Accentnews.ge
ლაიენის პასუხი – სტატუსის მინიჭებაზე: "საქართველოს ხელშია, რომ დააჩქაროს ეს პროცესი"

ლაიენის პასუხი – სტატუსის მინიჭებაზე: "საქართველოს ხელშია, რომ დააჩქაროს ეს პროცესი"

17/06/2022 10:27:07 პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველოს ხელშია, დააჩქაროს მისთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.

"კარები ნამდვილად ფართოდ არის ღია და საქართველოზეა დამოკიდებული, რომ გადადგას ყვლა საჭირო ნაბიჯი იმისათვის, რომ წინ წაიწიოს და აჩვენოს მთელმა ქვეყანამ, რომ სურს აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. ეს, რა თქმა უნდა განსაზღვარავს ასევე დროსაც, რაც უფრო მალე შეძლებთ პირობების დაკმაყოფილებას, მით უფრო მალე მიაღწევთ პროგრესს, საქართველოს ხელშია, რომ დააჩქაროს ეს პროცესი და წაიწიოს წინ ამ ღია კარებისკენ", – განაცხადა ლაიენმა.

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.

ევროკომისიის გადაწყვეტილების თაობაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

  • ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველადი შეფასება სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოქვეყნდება.
  • კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S