სანდუ – ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ: "მოლდოვა მზადაა, თავდაუზოგავად იმუშავოს"
17/06/2022 11:07:49 პოლიტიკა
"მოლდოვა მზადაა, თავდაუზოგავად იმუშავოს", – ასე ეხმიანება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქვეყნისთვის ევროკოომისიის რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
„მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმ პირობით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ დაწყებული რეფორმების წინსვლისთვის. მზად ვართ, ვიმუშავოთ და ვიმედოვნებთ, ევროპული საბჭო მხარს დაგვიჭერს“, – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.
- ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.


