"ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ბუნებრივია, არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებ"
17/06/2022 11:39:18 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია აღარ აპირებს “ფარდა ახადოს” ევროკავშირს. ამის შესახებ კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში, ევროკავშირს რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ბუნებრივია, არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებთ. [...] დღეს, როდესაც ევროკავშირმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობების გარეთ გამოტანისგან ბუნებრივია, თავს შევიკავებთ”, – განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თუ თუ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება “უსამართლო და შეურაცხმყოფელი” იქნებოდა, "ყველაფერს ფარდას ახდიდნენ".


